შოთას ბრძნულმა შეგონებამ,–„ბოროტსა სძლია კეთილმან,
არსება მისი გრძელია“,–გვასწავლა, რომ ბოროტება და სიბნელე თავისით არ დამარცხდება. მათ წინააღმდეგ გამარჯვებისათვის საჭიროა ძალისხმევა,
რაც ადამიანმა გმირობითა და ვაჟკაცობით უნდა მოიხვეჭოს. აი, სწორედ მაშინ აღიარებს
მას სამშობლო ნამდვილ მამულიშვილად.
,, მე ვარ
არაბი, არაბეთს არს ჩემი დარბაზებია“ –ავთანდილი ამაყად ამბობს. რა ჰქვია მას? რა გრძნობაა?
როდის გაჩნდა? როგორ მოვიპოვოთ?..
ყოველივე ამას
მე პატრიოტიზმს ვუწოდებ. ისევე, როგორც სიყვარულს ვერ ვიპოვით წიგნში, უფლის მიმართ
სიყვარულს ვერ განვიცდით რწმენისა და შიშის გარეშე, ასევე ვერ ვისწავლით პატრიოტიზმს.
მას შეგრძნება უნდა! ის ჰგავს დედას, რომელსაც თუ ჩასჭიდე, ხელს ვერასდროს გაუშვებ.
პატრიოტიზმია
ყოველივე ის, რასაც ავთანდილი განიცდის. როგორც ვაჟა ამბობს: ,, პატრიოტიზმი, როგორც
სიცოცხლე და სიცოცხლესთან გრძნობა, თითქო დაბადებასთან ერთად ჰყვება ადამიანს და შეიცავს
ისეთ ნაწილებს, რომელთაც ვერც ერთი ჭკვათმყოფელი ადამიანი ვერ უარყოფს“. ავთანდილი სულით პატრიოტია. ის ჰგავს ერთ სანთელს,
რომელიც თითქოს პატარაა, მაგრამ მთელ ეკლესიას ანათებს, აცხოველებს და წმინდად დნება.
ავთანდილის
პატრიოტიზმით დასტურდება სიყვარული, თავისუფლება და თავდადება. არა თუ ეს სამი რამ
აერთიანებს და მას ხდის პატრიოტს, არამედ ავთანდილი აერთიანებს სამივეს, ხოტბას ასხამს
და ასე ცხოვრობს და არა ცოცხლობს...
მგონია, რომ ეს სიტყვები ჩემი მხრიდან აუგია, თითქოს სიცარიელეა,
რადგან, როგორც უცხოელი ვერ დატკბება ,,ვეფხისტყაოსნით“ ქართველი კაცისავით, ისე რთულია
უბრალოდ ისაუბრო პატრიოტიზმზე, რადგან მას შეგრძნება უნდა! მას მხოლოდ ყურები და თვალები არ ყოფნის. მას გული უნდა,
გული!
დღეს XXI
საუკუნეა, 2016 წელი,
და რომც იყოს XVIII, ჩვენ, ქართველები, საქართველოს ჰიმნის მოსმენის დროს
მაინც მივიტანთ მარჯვენას გულთან, რათა სხვანაირად არ შეგვიძლია. აი ეს არის ჩვენი
ევროპული ღირებულება. ჩვენ დანამდვილებით შეგვიძლია
ვთქვათ, რომ პატრიოტიზმი საქართველოსთვის ახალი არაა, ის ჩვენია, ჩვენ გულებს ეკუთვნის...
ის იყო ჯერ
კიდევ XI საუკუნის
საქართველოში! ამ წმინდა მიწაზე! აქ ჩაისახა ევროპული ღირებულებები! შოთას გულში, მის
გონებაში, სულში, სისხლსა და ხორცში.
,, ვეფხისტყაოსნით“
დასტურდება რომ ,,სიყვარული აგვამაღლებს“, აქ ავთანდილის სატრფოს მიმართ სიყვარული,
მშობლების მიმართ სიყვარული, სამშობლოს მიმართ სიყვარული უდიდესია! აი ეს არის ჩვენი
საამაყო ევროპული ღირებულებები!
ბათუმის მე-14 საჯარო სკოლა
X
კლასი
ნინო გოგუაძე
მასწავლებელი:
ხათუნა ძნელაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий