ილია ჭავჭავაძე და ევროპული ფასეულობები
ილია ჭავჭავაძე ყოველთვის ფხიზლად იდგა ქართული ზნეობისა და იდეოლოგიის მცველად.ის ყურს უგდებდა თავისი „ქვეყნის ძარღვის ცემას“ ნატრობდა ევროპაში მოზეიმე „ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა“ გაეგონა საქართველოშიც და მათებურად
მოეწყო
ქვეყანა.
ყველაზე მეტად ეს დაუოკებელი სწრაფვა ევროპისკენ,შეფარვით,თუმცა მახვილი თვალისათვის აშკარად შესამჩნევად იგრძნობოდა მის პოეზიაში. ლექსში „ქართვლის დედას“ ილია მოხერხებულად შეგვახსენებს საფრანგეთის
რევოლუციის
დევიზს:
„ძმობა
ერთობა
თავისუფლება.“
ამ
სიტყვით
ამჟღავნებს
იგი
თავის
თვალსაზრისს,
რომ
ხალხია
უპირველესი
სახელმწიფოში
და
მათი
მისწრაფეა
წინსვლისკენ
არამც
და
არამც
არ
უნდა
ჩაიხშოს
ამა
ქვეყნის
ძლიერთა
მიერ.პოეტი
მოგვიწოდებს,რომ „ჩვენ უნდა ვსდიოთ
ახლა
სხვა
ვარსკვლავს“.ვარსკვლავს,
რომელსაც
ჰქვია
თავისუფლება,ნათელი
მომავალი
და
შეუბღალავი
ტრადიციები.
ილიას აზრით, დედის ვალია აღზარდოს შვილი ეროვნულ ინტერესების დამცველად და ჩაუნერგოს მას თავისუფლების წყურვილი,რომელიც
არ
მისცემს
საშუალებას
მდორედ
მიჰყვეს
დინებას,არამედ
აიყოლიოს
სხვები
და
თუ
საჭიროა,
აიძულოს კიდეც გახდნენ უკეთესი მომავლისთვის მებრძოლნი.ილიამ
იწინასწარმეტყველა
საქართველოს
სამომავლო
მიზანი
და
მის
მიერ
მოტანილი
სასიკეთო
შედეგები.ის ცდილობდა
ქვეყანაში
არსებული
ისეთი
რეალური
ძალა
აერჩია,რომელზე
დამყარებითაც
შესაძლებელი
იქნებოდა
მთელი
საზოგადოების
ძალისხმევა
წარემართა
სასურველი
ევროპული
მომავლისკენ.
ეს
კი
იმას
ნიშნავდა,რომ ქვეყანა
მაშნდელი
მსოფლიოს
ეკონომიკური
პოლიტიკური
და
კულტურული
ცხოვრების
აქტიური
მონაწილე
გამხდარიყო.გადაჭარბებული
არ
იქნება
თუ
ვიტყვით,
რომ
დღეს,
როცა
საქართველოს
კულტურა
და
მეცნიერება
ოფიციალურად
დაუბრუნდა
თავის
ოდინდელ
გზას
ევროპისკენ,ილია ჭავჭავაძის
აზრები
და
მისწრაფებები
უფრო
გასაგები
და
მისაღებია
ჩვენთვის,
ვიდრე
მისი
თანამედროვეებისთვის
და
მისი
უშუალო
მომდევნო
XXს
პირველი
ნახევრისთვის.ილიასეული
„ახალი
აზროვნება“
ძნელად,
მაგრამ
წარმატებით
უპირისპირდება
იმ
ძალებსა
და
მსოფლმხედველობას ,რომელთაც მეორე მსოფლიო ომი და მრავალი სისხლიანი ლოკალური კონფლიქტი მოახვიეს თავს კაცობრიობას.
ილია იკვლევდა საქართველოს მომავალსა როგორც აწმყოზე დაფუძნებულს.“აწმყო შობელი
წარსულისგან
არის
მშობელი
მომავლისა“
ხშირად
იმეორებდა
იგი
ლაიბნიცის
სიტყვებს
და
თანამედროვეებს
წარსულიდან
აწმყოში
არსებული
სხვადასხვა
დონისა
და
ღირებულების
შესაძლებლობლობებიდან
სამომავლოდ
განსახორციელებლად
ამორჩეულზე
პასუხისმგებლობისკენ
მოუწოდებდა.
და ბოლოს,
საბედნიეროდ,არიან
ადამიანები,
რომლებიც
სასიკეთო
სხივს
ხედავენ
ევროპულ
მომავალში,
არ
ღალატობენ
ილიას
გზას,ილიასაც
ხომ
სჯეროდა
ახალი
თაობისა
,აკი
წერდა
კიდეც:
„მათ
ახალთ
აღგიდგინონ
შენ
დიდების
დღენია“.
მეც
ასე
ვფიქრობ,
ჯიუტად
მჯერა,
რომ
ამაყად
გავიმეორებთ:
„მე
ვარ
ქართველი,
მაშასადამე,
მე
ვარ
ევროპელი“...
ასე რომ: “ჩემო კარგო ქვეყანავ რაზედ მოგიწყენია!
აწმყო თუ არა გვწყალობს,მომავალი ჩვენია!”
ქ.ფოთის
ილია
ჭავჭავაძის
სახელობის
მე-5 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე: მარიამ ძანძავა
მასწავლებელი –ლელა ქვარცხავა
Комментариев нет:
Отправить комментарий