ქართულ კულტურაში დაგროვილი
მარადიული
ღირებულებება –პატივისცემა–“ვეფხისტყაოსნის”
მიხედვით’’
Gguluxvoba RvTis mier boZebuli Tvisebaa, romelic yvela adamians ar
gaaCnia. გულუხვ ადამიანს კი არ
ენანება გაცემა. მისთვის მთავარია, სხვას ასიამოვნოს
და სიხარული მოჰგვაროს. უფალია ყველაფრის
საწყისი, მისგან მომდინარეობს ხელგაშლილობა და მასვე ახასიათებს.
ღმერთის სიუხვე შოთა რუსთაველს პირდაპირ განუცხადებია თავისი პერსონაჟის პირით.
"ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია", - ანუგეშებს
ავთანდილი სასოწარკვეთილ ტარიელს. შოთას სიტყვა ხომ პოეტური ჭეშმარიტებაა და იგი გულწრფელობის მადლით არის შემოსილი. მისი
სტრიქონები მეტად ნაფიქრი და ნააზრებია. "მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია"–მართალია, აქ მეფეთა შესახებაა საუბარი, მაგრამ, სინამდვილეში,
რუსთაველი ზოგადქართული თვისებების შესახებ საუბრობს.
უფლის გზაზე დამდგარ ადამიანს აუცილებლად უნდა ახასიათებდეს ხელგაშლილობა,
ეს თვისება კი „ვეფხისტყაოსნის“ ყველა
გმირს გააჩნია . ისინი არამხოლოდ სიტყვით ამტკიცებენ
, არამედ ყოველი მათი ჩადენილი საქმე ამაზე
მიუთითებს. სწორედ როსტევანის ეკუთვნის
სიტყვები– “ რასაცა გასცემ, შენია,
რაც არა– დაკარგულია“. ამ აზრს ეფუძნება ქართველი ხალხის გონიც. „სტუმარი ღვთისაა“–აი,
ასეთი სიტყვებით ეგებება ქართველი კაცი მასთან მისულ სტუმარს და ცდილობს, ისეთი განსაკუთრებული
რაღაც მიართვას მას, რისი მირთმევა სტუმარსაც განსაკუთრებულად გაახარებს. ესეც გულუხვობის ერთ–ერთი გამოვლინებაა. „ვეფხისტყაოსანშიც“ ხომ ეს არის ნაჩვენები: როსტევანი
თავის მემკვიდრეს შთააგონებს, "უხვსა მორჩილებს ყოველი, იგიცა, ვინ
ორგულია". ის ქალიშვილს
მეფობისათვის ამზადებს და დარიგების მაგალითად მზის ქცევა მოყავს: „მზე თანაბრად
ჰფენს სხივებს სურნელოვან ვარდსაც და მყრალ ბალახსაც. ასევე ნურც მას მოსწყინებოდა თანაბრად
დიდებულთა
და მდაბიოთა წყალობა. დაემახსოვრებინა, რომ უხვი ურჩს დაიმორჩილებს, თავაწყვეტილს
დააბამს, თანაც–
ძალდაუტანებლად,
თავისივე ნება–სურვილით.
საბოძვარის უხვად გამცემი ყოფილიყო, სამაგიეროდ, სიუხვის საზღაურ, არც მას მოაკლდებოდა
ხვავი–ბარაქა. ზღვებსაც ხომ კიდეც ერთვის
შენაკადები და კიდეც– გაედინება. თინათინი გამეფებამდე ურიგებს
ხალხს თავის საკუთრებას, არა სამეფო ხაზინიდან, არამედ–თავისი საუფლისწულოდან:
„მოართვეს,
გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი“. რაც კი ყმაწვილქალობაში სიმდიდრე მოგროვებოდა,
სულ იმ დღეს დაარიგა. ქალი თუ კაცი, მდაბიონი თუ დიდებულნი – ერთობ საბოძვარით აავსო–„ჰგვანდა
სიუხვითა ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა“. თინათინის ქმედება არ ყოფილა ძალდატანება. ქართველ
კაცს გენეტიკურად მოსდგამს სიუხვე,
სხვისთვის სიამოვნების მინიჭება. როცა ნესტან– დარეჯანს საქმრო ესტუმრება თავისი ამალით, მეფე უკან არ დაიხევს და ისე უმასპინძლდება, როგორც
სამეფო ოჯახს. მართალია, ეს ეტიკეტითაც სავალდებულო იყო, მაგრამ „სიუხვე არ მოსწყენია“
ფარსადანს. უხვია ასმათი: ტარიელი მას გობით შესთავაზებს თვალ-მარგალიტს, ასმათმა კი "ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი
დრამითა . ავთანდილიც ეუბნება ფრიდონის მონებს: "სახლი
არ მახლავს, არ ძალ მაქვს გაცემა საბოძვარისა" და "ვიცი, ამად გეძუნწები".
პოემის დაწერიდან
თითქმის ცხრა საუკუნე გავიდა და ის ღირებულებები, რომლებიც მასშია, მუდმივად
წინა პლანზე დგას ქართველი კაცისათვის
.
დღეს ისე, როგორც არასდროს,
საჭიროა
სწავლა იმისა, როგორ შევძლოთ ჩვენ გარშემო არსებული
მნიშვნელოვანი ბოროტების დათრგუნვა. ამისათვის აუცილებელია კეთილშობილება. ვეფხისტყაოსნის გმირებმა საუკუნეების განმავლობაში
ზარდეს თაობები და კვლავაც აღზრდიან.
უანგარო სიუხვე, დიდი ჰუმანიზმი
და კაცთმოყვარეობა, გმირობა და ვაჟკაცობა, სიყვარულისა და მეგობრობა-ყველაფერი ეს, რასაც შოთა რუსთაველი XII საუკუნეში
ქადაგებდა, ამას მოითხოვს დღეს ევროპა.
ქ. ბათუმის N14 საჯარო სკოლის მე–10
კლასის მოსწავლე თინათინ გეჩბაია.
Комментариев нет:
Отправить комментарий