ბათუმის მე–14 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხათუნა ძნელაძე

თერგდალეულების თაობისათვის ევროპული არჩევანი

ილია ჭავჭავაძე და ევროპული ღირებულებები

   ჯერ კიდევ ილიას ეპოქაში ევროპული არჩევანი საქართველოში ცხადი იყო თერგდალეულების თაობისათვის .ილიას ძალისხმევა საქართველოში ევროპული განათლების შემოტანისათვის, ევროპული ეკონომიკის მოწინავე იდეების საქართველოში დასანერგად წამყვანი ლაიტმოტივი იყო მისი მოღვაწეობისა.
ილია და მისი თანამებრძოლები პრაგმატულადაც ევროპას, ამერიკას და დასავლეთს ირჩევდნენ-სივრცეს, სადაც ადამიანი მეტად თავისუფალია, სადაც ადამიანის შრომა მეტად ფასდება, სადაც ადამიანის ინიციატივა და სწრაფვა განახლებისაკენ წახალისებულია საზოგადოებისგან, სამყაროს, რომელიც თავისუფლების, თანასწორობის იდეებს ეფუძნება და არა შებოჭილობასა და დათრუგუნულობას, რაც სუფევდა იმდროინდელ რუსეთის იმპერიაში.
ილია ჭავჭავაძე, ეწეოდა რა დიდი ხნის განმავლობაში ჟურნალისტურ საქმიანობას, ინფორმაციულად ჩართული იყო მსოფლიოს პოლიტიკური და კულტურული ტენდეციების პროცესში. შესაბამისად, იგი ცდილობდა დაემკვიდრებინა ის სამოქალაქო ეთიკა, რასაც სოციალური და აგრეთვე, პოლიტიკური თვალსაზრისით დასავლეთი, ევროამერიკული სივრცე, ამკვიდრებდა.ილია სწრაფად ეხმიანებოდა მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებს, როგორც პუბლიცისტიკის, ასევე მხატვრული ტექსტების საშუალებით. ცნობილია მისი არაერთი გამოხმაურება ,მსოფლიო სიახლეების შესახებ (წერილები კუნძულ კრეტის აჯანყებაზე, სტამბოლის კონფერენციასა და გერმანია-ავსტრიის იმპერატორთა შეხვედრაზე, გლადასტონისა და ბისმარკის მოღვაწეობაზე და .) ცნობილია მისი ლექსები ჯუზეპე გარიბალდის იტალიის განმათავისუფლებელი მოძრაობისა  („მესმის,მესმის სანატრელი/ხალხთ ბორკილისხმა მტვერვისა...“) და საფრანგეთის დემოკრატიული რევოლუციის შესახებ პარიზის კომუნის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ლექსი („ტვირთმზიმეთ და მაშვრალთ მხსნელი/დიდი დროშა დაიშალა/კვლავ ქვეყნისა მჩაგრავ ძალამ/ იგი დროშა დასცა დაბლა“)

.ფოთის №5 საჯარო სკოლა
 მე-8 კლასის მოსწავლე: ნიკა გვასალია
მასწავლებელი: ლელა ქვარცხავა

კლასი: VIII

Комментариев нет:

Отправить комментарий