ბათუმის მე–14 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხათუნა ძნელაძე

პროექტის მნიშვნელობა

  პროექტმა საშუალება მისცა მოსწავლეებს, ამაღლებილიყო მათი სამოქალაქო ცნობიერება; ისინი უკეთ გაეცვნენ, თუ რა არის ევროპული ღირებულება და რა რაკურსითაა იგი წარნმოდგენილი ქართველ მწერლებთან; როგორ თანხვედრაშია ქართული მეობა და ევროპული მენტალიტეტისად  იკვეთება საქართველოევროპის საზღვრები. მოსწავლეებმა შედარებაშეპირისპირების გზით შეიძინეს დამოუკიდებელი მუშაობის, პროექტის დაგეგმვის, დასკვნების გამოტანის, ანალიზის გაკეთების უნარებისაერთო თემატიკასთან დაკავშირებით, ლიტერატურულ პარალელებზე მუშაობამ აამაღლა მათი წიგნიერების დონე. ისწავლეს წარმატებული თანამშრომლობა არამარტო თანატოლებთან, არამედ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლობასთან. სწავლა კეთებით, ცოდნის ტრანსფერი, საკლასო ოთახში მიღებული ცოდნის რეალიზება სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციებში.

პროექტის ბოლოს შეიქმნა არა ერთი სასწავლო პროდუქტი: ნახატი, დიორამა, ფოტო, ინტერვიუპლაკატი, თხზულება, მულტიმედიავიდეოკომიქსი, ბლოგი, როლური თამაში.

პროექტის მნიშვნელობა 
დღეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა ევროპასთან ინტეგრაციის საკითხი, ამიტომაც გადავწყვიტეთ, დავხმარებოდით მოსწავლეებს, რათა მათ თავად გამოეტანათ დასკვნები–ახლა ვცდილობთ ევროპაში  დაბრუნებას თუ არასოდეს დავცილებივართ მას?  არის თუ არა ევროპული ღირებულებანი თანხვედრაში ქართულ თავისთავადობასთან? მნიშვნელოვანია, რომ პროექტში დაგეგმილად ჩავრთეთ სწავლების სამივე საფეხურის, ასევე, საქართველოს სხვადასხვა კუთხის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. პროექტის მანძილზე მოსწავლეებმა ინტერნეტის საშუალებით ერთობლივად მოისმინეს, შეაჯერეს და შეაფასეს საკუთარი  და  სხვათა ნამუშევრები; ერთმანეთს შეურწყეს და დაუკავშირეს საკუთარი გამოცდილება; ამაღლდა ბავშვების სამოქალაქო ცნობიერება და მათი ინტეგრაცია. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობამ გაითავისა, თუ რა არის  ევროპული ღირებულება და როგორ აქვთ ეს ასახული ქართველ მწერლებს თავიანთ შემოქმედებაში. 

Комментариев нет:

Отправить комментарий